Friday, July 5, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1) პროექტის სახელწოდება:  
         ნარკომანია-მავნე ჩვევა თუ ავადმყოფობა? 


2) პროექტის მთავარი იდეა:
         რა არის ნარკოტიკი? რა შედეგი მოსდევს ნარკოტიკზე დამოკიდებულებას? საშიშია ნარკომანთან ურთიერთობა თუ არა?


3) პროექტის აქტუალობა: 
         პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია.


4)პროექტის მიზნები:
     პროექტის მიზანია მოსწავლეებს თავიდანვე ჰქონდეთ წარმოდგენა ნარკოტიკის მავნე ზემოქმედებაზე, მისი მოხმარების შედეგებზე.


5)მონაწილეთა ასაკი:
       განკუთვნილია მეათე კლასისთვის, 15-16 წლის მოსწავლეებისთვის.


6)ვადები/ხანგრძლივობა:
       პროექტზე სამუშაოდ განსაზღვრულია 14 დღე.


7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
        ნარკოტიკის მავნებლობისა და მასზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების წესის გაცნობა მოსწავლეს დაეხმარება ნარკოტიკის გასინჯვაზე უარის თქმაში.


8)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
       პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებ სტატიებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან ნარკოტიკების შესახებ, ინტერნეტს, ლიტერატურას, რომელიც ნარკომანიას ეხება.


9)პროექტის მსვლელობა:
          --შეკითხვების ჩამოყალიბება;
          --კლასის დაჯგუფება;
          --თემის შერჩევა;
          --მოვალეობების განაწილება ჯგუფებში; 
          --ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა;
          --პრეზენტაციის გამართვა;
          --პროექტის შეფასება;


10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
          --ბიოლოგია;
          --სამოქალაქო განათლება;


11)პროექტის ხელმძღვანელი:
            ირმა ქალდანი.
  

12)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
      irmaqaldani@gmail.com

13)პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
       irmaqaldani.blogspot.com